შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ხახუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1916 წელს. 1902 წელს მუშაობა დაიწყო ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში, სადაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც 1906 წელს სამსახურიდან დაითხოვეს. ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას და საბავშვო ჟურნალთან თანამშრომლობდა. 1909 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდია დაუნიშნა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მასწავლებლობდა ჯერ გორის, ხოლო შემდეგ თბილისის ქალთა გიმნაზიაში და თან ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.399 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |