The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როდიონ ქორქია

როდიონ ქორქია
Date of birth:1 January, 1894
Date of death:10 January, 1984  (at 90 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალადიდი, ხობის რაიონი.

დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1914 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ დაამთავრა პირველი მსოფლიო ომის გამო და 1920 წელს დაბრუნდა საქართველოში.

მუშაობდა თეატრალურ საზოგადოებაში სამეცნიერო შემოქმედებითი განყოფილების გამგედ, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ. 1959 წლიდან იყო ჟურნალ "პიონერის" პასუხისმგებელი მდივანი. მისი პირველი მოთხრობა - "ნიღაბქვეშ" დაიბეჭდა 1924 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება". მას ეკუთვნის ხატოვან მოსწრებულ სიტყვათა კრებული "სხარტულა" და მონოგრაფიები ქართველ რეჟისორებზე: "აკაკი ფაღავა", "ალექსანდრე წუწუნავა". ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.346

Awards and Honors

  • 1981 - ქ. ფოთის საპატიო მოქალაქე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შიო მღვიმელის სახელობის პრემია

Bibliography


Share: