The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე
Legal name:ნიკოლაძე ნიკოლოზ
Date of birth:9 October, 1843
Date of death:5 April, 1928  (at 84 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Critic, Politician, Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი 1868 წელს.

1861 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სტუდენტთა დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ნ. ნიკოლაძე დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს. 1862 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის" ფურცლებზე ძველი და ახალი თაობას შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში. შემდეგ კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა და გაზეთ "ნაროდნოე ბოგატსტვოს" რედაქტორობდა. 1864 წელს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდა. 1866 მან ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა", 1868 ჟენევაში ლ. მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ "სოვრენნოსტი". 1870 წელს მუშაობდა გაზეთ "დროების" თანამშრომლად. 1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ "კრებულს", რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე. 1873 წელს იგი კვლავ პარიზში იყო, ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოსაგვარებლად. 1873 წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთ "დროშის" გამოცემა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო დიდი ლიტერატურული-საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1878-იდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს", რომელიც 1880 წელს მთავრობამ დახურა და მისი რედაქტორი სტავროპოლში გადაასახლა. 1881 წელს სტავროპოლიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ჟურნალში "ოტეჩესტვენნიე ზაპისკი" და ფართო ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. 1886 წლიდან მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1887-1891წწ. თბილისში რედაქტორობდა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეს", თანამშრომლობდა ჟურნალ "მოამბეში". 1894-1912წწ. იყო ფოთის ქალაქის თავად. მთელი ოცი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ქალაქ ფოთს. მისი ხელმძღვანელობით ჭაობიანი პატარა ფოთი მოკლე დროში დიდი პერსპექტივების მქონე ქალაქად გადაიქცა. მან პირველმა დაბეჭდა ობლიგაციები, ლატარიის ბილეთები და მთელი შემოსავალი ფოთის კეთლმოწყობას მოახმარა. 1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.  ნ. ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.431-432

Member of Organizations

  • თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, ერთ-ერთი დამაარსებელი
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1918)
  • საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, დამაარსებელი, საპატიო თავმჯდომარე (1917-)
  • წიგნის გამომცემელი ამხანაგობა "ქართული წიგნი", დამაარსებელი, თავმჯდომარე

Bibliography


Share: