Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პარმენ ცახელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცახი, ამბროლაურის რიაონი. ქართული ენის მასწავლებელი ქუთაისის I კლასიკურ გიმნაზიაში. არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მაგრამ, თანამედროვეთა გადმოცემით, იყო კარგი პედაგოგი, სპეციალისტი და უფლებრივად გაუთანაბრეს უმაღლეს დამთავრებულ მასწავლებლებს. 1888-1889 წწ. მუშაობდა მასწავლებლად ბეშნაგირის ერთკლასიან სასწავლებელში; 1908 წლიდან დროებით დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ დაამტკიცეს შტატის მასწავლებლად ამავე საგანში (1918). მინიჭებული ჰქონდა სამოქალაქო და სამრევლო მასწავლებლობის წოდება; 1911 წლიდან ქართული ენის მასწავლებლის წოდება. 1918 წლის დეკემბერში განათლების სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში პარმენ თვალჭრელიძე სომხეთთან დაწყებულ ომში წასვლის უფლებას ითხოვდა: "გულს ვეღარ ვიკავებ, ჯარში ვეწერები, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ, გთხოვთ შეეკითხოთ მინისტრის ამხანაგს". დეპეშაზე ასეთი პასუხი მიიღო: "ახალგაზრდობას, რომელიც სასწავლებელში სწავლობს, ისევე ჭირდება ხელმძღვანელნი, როგორც სამშობლოს დღეს მეომარნი. ვფიქრობ, ბ-ნი თვალჭრელიძე უნდა დარჩეს სასწავლებელში". სამწუხაროდ, იგი ბოროტმოქმედების ხელით იქნა მოკლული. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.195 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |