| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1948 წელს, ხოლო 1952 წელს - მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტისა" და ჟურნალ "ნიანგის" რედაქციაში. 1966-1974წწ. იყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მხატვრული რედაქციის გამგე; გამომცემლობა "ნაკადულის" რედაქტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1941 წელს. ცალკე წიგნებადაა გამოცემული მისი პოემები: "რაჭველები", "პოემები", "რჩეული პოემები". აღსანიშნავია მისი წვლილი ქართული ლირიკისა და ეპიკური პოეზიის განვითარებაში. მას ეკუთვნის ლექსები: "ერთდღიანი ძეგლი", "ბორის პასტერნაკს", "დედამიწა და საქართველო", "ჰამლეტ გონაშვილი მღერის" და სხვა; ბალადები "თამარ მეფის საფლავი", "დროშების დაბადება", "ვეფხის ბალადა", "ფეხადგმული ფესვი" და სხვა. მუშაობდა მხატვრული თარგმანის სფეროში. მან თარგმნა ა. ტვარდოვსკის "ვასილი ტიორკინი", "შორეთს იქით შორეთი", "ზღაპრული ქვეყანა" და ა. პუშკინის "ევგენი ონეგინი". მისი ლექსები და პოემები ნათარგმნია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ყაზახურ, ლიტვურ, აგრეთვე ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ბულგარულ, რუმინულ ენებზე. პოეტი, მთარგმნელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.272; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.435; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

