შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1948 წელს, ხოლო 1952 წელს - მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტისა" და ჟურნალ "ნიანგის" რედაქციაში. 1966-1974წწ. იყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მხატვრული რედაქციის გამგე; გამომცემლობა "ნაკადულის" რედაქტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1941 წელს. ცალკე წიგნებადაა გამოცემული მისი პოემები: "რაჭველები", "პოემები", "რჩეული პოემები". მან თარგმნა ა. ტვარდოვსკის "ვასილი ტიორკინი", "შორეთს იქით შორეთი", "ზღაპრული ქვეყანა" და ა. პუშკინის "ევგენი ონეგინი". მისი ლექსები და პოემები ნათარგმნია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ყაზახურ, ლიტვურ, აგრეთვე ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ბულგარულ, რუმინულ ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.390; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.272 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |