The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი შანიძე

აკაკი შანიძე
Date of birth:26 February, 1887
Date of death:29 March, 1987  (at 100 years)
Burial location:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო-სავანე, თბილისი
Category:Linguist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1913 წელს.

1918-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, 1945-1987წწ. ძველი ქართული ენის კათედრის გამგე. მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში "ქართული ენის გრამატიკა",  რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი "ძველი ქართული ენის გრამატიკა", რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა "ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული"(1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.682

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1939-)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთერთი დამაარსებელი
  • ინგლისელ "ფილოლოგთა საზოგადოება" , წევრი (1979-)
  • პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, წევრ-კორესპონდენტი (1937-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950)

Awards and Honors

  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის მეცნიერულად დადგენისათვის
  • 1979 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1967 - სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

Bibliography


Share: