The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავა
Date of birth:26 May, 1939
Date of death:13 October, 1989  (at 50 years)
Burial location:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Musician, Educator, Poet, Political Leader, Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1965 წელს.

სკოლაში სწავლის პერიოდიდანვე მეგობრობდა ზ. გამსახურდიასთან. მათ დააარსეს არალეგალური პატრიული ორგანიზაცია "გორგასლიანი", რომელიც ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ავრცელებდა. 1956 წლის 14 დეკემბერს  თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრეს. 1957 წლის 5 აპრილს ქართვ. მწერალთა მიმართვის შედეგად, პირობითი სასჯელი შეუფარდეს და გაათავისუფლეს. 1965 წლიდან მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილისის მე-2 სამუსიკო სასწავლებლებში, მე-8 სამუსიკო სკოლაში. 1967 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალს – "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში". ამ პერიოდში მან საფუძვლიანად შეისწავლა რელიგიისა და თეოლოგიის საკითხები. 1972 წელს მან და ზ. გამსახურდიამ შექმნეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი, გამოსცეს ჟურნალები: "ოქროს საწმისი" და "საქართველოს მოამბე". 1975 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ამინისტიის წევრად აირჩიეს. 1976 წელს მისი და ზ. გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა "საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი". 1977 წლის 7 აპრილს კვლავ დააპატიმრეს. 1978 წლის 19 მაისს ზ. გამსახურდიასთან ერთად 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს; მალე პერმის პოლიტსაპატიმროში გადაიყვანეს. 1978 წელს სხვა დისიდენტებთან ერთად, წარდგენილი იყო ნობელის მშვიდობის პრემიაზე. 1980 წლის აპრილში გადაასახლეს ირკუტსკის ოლქში – ტაიშეთის რაიონის დაბა კვიტოკში, სადაც პროვოკაცია მოუწყვეს, გაასამართლეს და 5 წელი დაუმატეს. სასჯელი ქ. ანგარსკში მოიხადა. აქ მას დამამცირებელი სამუშაოს შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა. ამის გამო კვლავ 3 წლით პატიმრობა დაუმატეს. 1984 წელს უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ზ. გამსახურდიას ძალისხმევით და დასავლეთის ზეწოლით იგი თავდაპირველად ტაშკენტში, მოგვიანებით კი ქსნის კოლონიაში გადმოიყვანეს. 1987 წლის 30 აპრილს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. დაბრუნებისთანავე ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება. იგი ზ. გამსახურდიასთან ერთად სათავეში ედგა ყველა საპროტესტო აქციას, გაფიცვებს, თბილისში გამართულ მრავალათასიან მიტინგებსა და დემონსტრაციებს. 1989 წ. 9 აპრილს დააპატიმრეს, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო ორმოცი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი. ტრაგიკულად დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში ქუთაისი–თბილისის გზაზე, სოფ. ბორითთან. მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას, ასევე ქუჩებს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. თბილისში, ვერის პარკში დგას მ. კოსტავას ბიუსტი. თბილისსა და ქუთაისში დაარსდა კოსტავასს სახელობის თეატრები; მისივე სახელი ეწოდა დედაქალაქის №8 ხელოვნების სკოლას. 1991 წელს საცხოვრებელ სახლში დაარსდა მისი მემორიალური სახლ-მუზეუმი. მ. კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. დისიდენტი და უფლებადამცველი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პოეტი, მუსიკათმცოდნე. 

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 193-194; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.187

Member of Organizations

  • საქართველოს ჰელსინკის კავშირი, წევრი (1989-)

Awards and Honors

  • 1993 - ეროვნული გმირის წოდება
  • მწერალთა კავშირის პრემია
  • დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია

Bibliography


Share: