The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ჯალაღონია

ნოდარ ჯალაღონია
Date of birth:16 June, 1934
Date of death:16 September, 2018  (at 84 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხაბუმე, ჩხოროწყუს რაიონი. 

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს, ხოლო 1969 წელს მოსკოვის მაქსიმ გორკის უმაღლესი ლიტერატურული კურსები.

მუშაობა დაიწყო ბათუმის მუზეუმში; მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1955 წელს, ხოლო პირველი კრებული "სიმღერის გაზაფხული", 1959 წელს. 1964 წელს იყო საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის კორესპონდენტი; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს ტელევიზიის სამეცნიერო-მეთოდური რედაქციის უფროს რედაქტორად; 1971-1974წწ. საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედაქტორი; 1974-1993წწ. საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის სატელევიზიო ფილმების სტუდიის ჯერ რედაქტორი, შემდგომ სატელევიზიო ფილმების სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1998-2001წწ. ხარისხის მართვის თბილისის ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტიკასა და ქართულ ლიტერატურაში; გამოცემულლი აქვს ლექსების 27 და სტატიების ერთი კრებული; ძირითადი პოეტური კრებულებია: "სიმაღლე"(1964), "ხმა"(1972), "ლექსები"(1974), "ყვავილების მიწა"(1980), "კამერტონი"(1983), "გზები და დღეები"(1984). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ოსურ ენებზე. მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია (1979). არის ქ. ჩხოროწყუსა (2015) და ქ. სენაკის (2015) საპატიო მოქალაქე. საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. XI.–თბ., 1977.–გვ.533

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1967-1989)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1964-1992)

Bibliography


Share: