შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედო ჟორდანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მოქვი, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1875 წელს, 1889 წელს - მოსკოვის სასულიერო აკადემია. მუშაობდა თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად, შემდეგ საეკლესიო მუზეუმის გამგედ, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ, სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსების ინსპექტორად და სხვ. დიდი ღვაწლი მიუძღვის პირველწყაროთა გამოვლენასა და კრიტიკულ შესწავლაში. მან შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში XIV საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე "ძეგლი ერისთავთა". დიდი მუშაობა გასწია "ქართლის ცხოვრების" შედგენილობისა და ავტორების ვინაობის დასადგენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი "ქრონიკები და სხვა მასალა საქართვეელოს ისტორიისა და მწერლობისა". ამ მონუმენტურ ნაშრომში შესულია მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალგზის მოგზაურობის დროს შეკრებილი დიდძალი მასალა ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული, კომენტარებითა და კრიტიკული შენიშვნებით. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.303 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |