The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მაზნიაშვილი

გიორგი მაზნიაშვილი
Date of birth:6 April, 1870
Date of death:16 December, 1937  (at 67 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სასირეთი, კასპის რაიონი.

იყო დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს გენერალი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. მიიღო სამხედრო განათლება და  სამსახური დაიწყო მეფის არმიაში, მალე გენერლის სამხედრო ჩინიც უბოძეს. თავი გამოიჩინა რუსეთ–იაპონიის (1904–1905) ომში. პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაიჭრა და 1917 წელს  საქართველოში დაბრუნდა. აქ შექმნა ორი ეროვნული დივიზია. 1918 წელს იცავდა თბილისს თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც ქალაქის აღება სურდათ. 1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავით თურქეთს გადასცა ქართული მიწები, მათ შორის აჭარა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა  გამარჯვება ჩოლოქის  ბრძოლაში და ბათუმიც გაათავისუფლა. ამავე წლის 18  ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად  დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა  და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო–ბოლშევიკური აჯანყება, შემდეგ თეთრგვარდიელებისგან გაათავისუფლა აფხაზეთი. 1918 წლის ოქტომბერში იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წელს, სომხეთ–საქართველოს ომის  დროს, წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი, ივნისში წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან დაძრულ ურდოებს. დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი. 1919 წელს იყო ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, ხოლო 1920 წელს დაინიშნა ტფილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის თებერვალ-მარტის ბრძოლების დროს ომში რუსეთთან სარდლობდა ტფილისის (სოღანლუღის სექტორი) ფრონტს.1921 წლის 19 თებერვალს მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა წითლებზე და დაატყვევა 1600 ჯარისკაცი. 1921 წლის თებერვალში იცავდა ფონიჭალის რაიონს XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან, მაგრამ ამაოდ... იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ართველმა ბოლშევიკემა დახმარება სთხოვეს. გენერალმა სასწრაფოდ მობილიზებული ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი და მთლიანად აჭარა, და ეს რეგიონი საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა. 1921 წლის აპრილიდან მსახურობდა ქართულ წითელ ჯარში დივიზიის მეთაურად, შემდეგ ქვეითი ჯარების ინსპექტორად. 1921 წლის სექტემბერში დააპატიმრეს. 1923 წელს "სამხედრო ცენტრის" წევრებთან ერთად მიუსაჯეს დახვრეტა, მაგრამ დამსახურებისათვის საბჭოთა ხელისუფლების წინაშე (აჭარის განთავისუფლება) მას სიკვდილი შეუცვალეს ქვეყნიდან 5 წლით გაძევებით. იგი დიდხანს ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. თუმცა ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, სოფელში დასახლდა  და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. მას, როგორც "მოღალატესა" და "სამშობლოს მტერს" ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია, 1937 წლის საბჭოთა რეპრესიების დროს დააპატიმრეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. 2006 წელს ქართულ არმიაში დაწესდა მისი სახელობის მედალი "გენერალი მაზნიაშვილი". სოფელ სასირეთში მოქმედებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. ქართველი გენერალ-მაიორი.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.72; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge

Member of Organizations

  • აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი (1918-)

Awards and Honors

  • 2013 - საქართველოს ეროვნული გმირი
  • 1917 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის სახელობის ჯვარი

Bibliography


Share: