შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1910 წელს. 1911 წელს მოაწყო ექსპედიცია სვანეთში ჩიყვის შესასწავლად და, ამ მასალაზე დაყრდნობით, 1914 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1914-1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1919 წელს დაიწყო მუშაობა თბილისში, ამიერკავკასიის ჰოსპიტალში ქირურგ-კონსულტანტად. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე დააარსა (და ხელმძღვანელობდა) ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრა. 1927-1928წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1937-1941წწ. - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი და, ერთდროულად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. იკვლევდა ფარისებრ ჯირკვალს, ბრმანაწლავს, სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს და ა. შ. გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები სამედიცინო ქირურგიის სხვადასხვა სფეროში. ქირურგი, საქართველოში კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1919). წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.260-261; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.604 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |