The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ მახალდიანი

ვახტანგ მახალდიანი
Date of birth:21 January, 1911
Date of death:4 December, 1982  (at 71 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მლეთა, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ენერგეტიკული ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1932 წელს.

შრომითი საქმიანობა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. 1927 წელს სატრაქტორო კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე კურსების ინსტრუქტორად და მასწავლებლად; 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1938 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგედ; იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მუშაობას; 1949 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; ამავე წელს მიანიჭეს პროფესორის წოდება. მისი ძირითადი სამეცნიერო შრომები ეძღვნება შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ფართოდაა გავრცელებული ძრავების მუშაობის მის მიერ დამუშავებული მეთოდები და თეორიები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.6.-თბ.,1983.-გვ.516; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 76

Member of Organizations

  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1978 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: