Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ია კარგარეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ერთაწმინდა, კასპის რაიონი. ბავშვობაში მღეროდა თბილისის სიონის ტაძრისა და ლადო აღნიაშვილის გუნდებში (1884-1885), ხოლო სიმღერაში მეცადინეობდა ქართული გუნდის ხელმძღვანელ ი. რატილთან. იგი პირველი მომღერალია, რომელიც მიიწვიეს თბილისის სახაზინო ოპერის თეატრის დასში. დებიუტი შედგა 1887 წელს (სინოდალი - ა. რუბენშტეინის "დემონში"). 1889-1891 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიის მუსიკალურ–დრამატული სასწავლებლის ვოკალურ და თეორიულ განყოფილებებზე. ამავე წლებში, ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, მოსკოვში დააარსა ქართული მუსიკის საღამოები, რომელშიც მონაწილეობდა როგორც მომღერალი და დირიჟორი. 1895 წელს დაბრუნდა თბილისში. 1896 წლიდან ისევ ოპერის თეატრის სოლისტია. ამ პერიოდში შექმნა ნაწარმოებები - რომანსები "შევიშრობ ცრემლსა" და "ლამაზო ქალო". ია კარგარეთელმა ქართულ ენაზე პირველმა თარგმნა ოპერების: "სევილიელი დალაქის", "დემონის", "პიკის ქალის", "ფაუსტის", "ტრავიატას", "რიგოლეტოს", "ბალ-მასკარატის", "ოტელოსა" და "ბოჰემის" ლიბრეტოები. მისი ინიციატივით მომზადდა და სცენიდან პირველად გაჟღერდა ქართულ ენაზე მსოფლიო საოპერო ხელოვნების შედევრები - "სევილიელი დალაქი" და "დემონი". ია კარგარეთელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დაარსებასა (1903) და შემდგომ მის მუშაობაში. 1910 წელს დააარსა ქართველთა საგუნდო საზოგადოება. ამავე წელს შეუდგა სიმღერის სწავლებას თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი მუსიკის ისტორიასა და თეორიას თბილისის კონსერვატორიაში. 1890, 1909, 1921 წლებში ი. კარგარეთელმა გამოაქვეყნა ქართული ხალხური სიმღერების კრებული. მისი ნაწარმოებების საფუძველს წარმოადგენდა ქართული ქალაქური ფოლკლორი. მასვე ეკუთვნის მრავალი საგუნდო ნაწარმოები, გამოქვეყნებული აქვს ხალხური სიმღერების 3 კრებული. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ.,1980.-გვ.398; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.75-76; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.59; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.67 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |