The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე მარჯანიშვილი

კოტე მარჯანიშვილი
Legal name:კონსტანტინე მარჯანიშვილი
Date of birth:9 June, 1872
Date of death:17 April, 1933  (at 60 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი.

განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1894 წლიდან იყო ქუთაისის დრამატულ დასში. ამავე წელს დებიუტი ჰქონდა - თბილისში შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში "პატარა კახი". ამის შემდეგ მოღვაწეობდა რუსეთისა და შუა აზიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ 1904 წლიდან მუშაობდა მხოლოდ როგორც რეჟისორი. 1909 წლამდე მოღვაწეობდა უკრაინის სხადასხვა ქალაქების სცენაზე, შემდეგ ჩადის მოსკოვში და კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორია. 1913 წელს დააარსა საკუთარი ე.წ. "თავისუფალი თეატრი", რომელმაც მართალია მხოლოდ ერთი სეზონი იარსება, მაგრამ მარჯანიშვილმა შეძლო სინთეზური თეატრის პრინციპის დამკვიდრება. 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", რომელმაც ქართული თეატრის განახლებას დაუდო საფუძველი. 1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი, II სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით, რომელიც ორი სეზონის შემდეგ თბილისში გადმოვიდა და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. ამ თეატრს გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ეწოდა. ეს იყო პირველი ქართული თეატრი, რომელმაც ქვეყნის გარეთ - მოსკოვსა და ხარკოვში ჩაატარა გასტროლები. კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების რიცხვშია: შ. დადიანის "კაკალ გულში", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", აფინოგენოვის "შიში", უ. შექსპირის "ოტელო" და სხვა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.476

Awards and Honors

  • 1931 - საქართველოს სახალხო არტისტი

Bibliography


Share: