The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი თელია

აკაკი თელია
Date of birth:15 December, 1919
Date of death:28 July, 1994  (at 74 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების თანავე (ომის პირობებში) გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც თავდაპირველად მუშაობდა ლეგიონის უმცროს ექიმად, ხოლო შემდეგ - ჰოსპიტალში ქირურგიული განყოფილების გამგედ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პედიატრიული და სანჰიგიენური ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიული კლინიკის კათედრაზე ორდინატორად დაიწყო მუშაობა; 1947-1952 წწ. იყო ქირურგიული განყოფილების გამგე; 1951 წელს ცოდნის გასაღრმავებლად იგი მოსკოვში მიავლინეს; 1968-1980 წწ. თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიული განყოფილების კათედრის პროფესორი; 1980-1986 წწ. კათედრის გამგე. ა. თელია იკვლევდა საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების კლინიკისა და ქირურგიული მკურნალობის თავისებურებებს; ბავშვთა და ჭაბუკთა ასაკის წყლულოვანი დაავადების ეტიოპათოგენეზს, კლინიკასა და ქირურგიული მკურნალობის თავისებურებებს. შეიმუშავა სტენოზით გართულებული წყლულოვანი დაავადების ორიგინალური კლასიფილაცია. ავტორია 120–მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 5 მონოგრაფიაა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.35

Awards and Honors

  • 1977 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ნაშრომთა ციკლისთვის "კუჭის პათოლოგიის პრობლემები"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Bibliography


Share: