შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი თელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. ინსტიტუტის დამთავრების თანავე (ომის პირობებში) გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც თავდაპირველად მუშაობდა ლეგიონის უმცროს ექიმად, ხოლო შემდეგ - ჰოსპიტალში ქირურგიული განყოფილების გამგედ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პედიატრიული და სანჰიგიენური ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიული კლინიკის კათედრაზე ორდინატორად დაიწყო მუშაობა; 1947-1952 წწ. იყო ქირურგიული განყოფილების გამგე; 1951 წელს ცოდნის გასაღრმავებლად იგი მოსკოვში მიავლინეს; 1968-1980 წწ. თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიული განყოფილების კათედრის პროფესორი; 1980-1986 წწ. კათედრის გამგე. ა. თელია იკვლევდა საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების კლინიკისა და ქირურგიული მკურნალობის თავისებურებებს; ბავშვთა და ჭაბუკთა ასაკის წყლულოვანი დაავადების ეტიოპათოგენეზს, კლინიკასა და ქირურგიული მკურნალობის თავისებურებებს. შეიმუშავა სტენოზით გართულებული წყლულოვანი დაავადების ორიგინალური კლასიფილაცია. ავტორია 120–მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 5 მონოგრაფიაა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1968). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.35 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |