Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეგნატე ფიფია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯვარი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს. 1940–1950წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიისა და სანჰიგიენის ფაკულტეტებს, ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკას, ხოლო 1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა იმავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ კათედრას. 1943–1953წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე. 1941 წელს ის თბილისის ერთ–ერთი ევაკოჰოსპიტლის წამყვანი ქირურგიც იყო. ე. ფიფიამ ქართულ მედიცინაში დანერგა ღვიძლის მკურნალობის თვისობრივად ახალი მეთოდი. ის სწავლობდა ღვიძლის ექინოკოკს, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანების საკითხებს. ფართოდ დანერგა წყლულვანი დაავადების რადიკალური ოპერაცია. მასვე ეკუთვნის ნაშრომები კუჭის პათოლოგიის პრობლემებზე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1940). მოიხსენიებდნენ "ქართული ქირურგიის მეფედ". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.336 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |