Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუსტინე აბულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი, სოფელი როკითი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი (ქართული-სომხური-სპარსული ფილოლოგიის განხრით) 1900 წელს. აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად 1901-1902წწ. იმოგზაურა შუა აზიასა და დასავლეთ ევროპაში, სადაც გაეცნო სპარსული ხელნაწერების კოლექციებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგედ. იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი. 1918 წლიდან თსუ-ში კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს. მანვე შეადგინა პირველი სპარსული ენის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936). თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას. აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. იკვლევდა "შაჰ-ნამეს", "ვისრამიანს", ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1914, 1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. გამოსცა "შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის" ქართული ვერსიები I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა "ვისრამიანის" ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში (1938), დაურთო ლექსიკონი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.28; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 45. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |