| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუსტინე აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი როკითი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი (ქართული-სომხური-სპარსული ფილოლოგიის განხრით) 1900 წელს. აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად 1901-1902წწ. იმოგზაურა შუა აზიასა და დასავლეთ ევროპაში, სადაც გაეცნო სპარსული ხელნაწერების კოლექციებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგედ. იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი. 1915-1919წწ. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გამგე; 1918 წლიდან თსუ-ში კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს. მანვე შეადგინა პირველი სპარსული ენის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936). თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას. აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. იკვლევდა "შაჰ-ნამეს", "ვისრამიანს", ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1914, 1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. გამოსცა "შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის" ქართული ვერსიები I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა "ვისრამიანის" ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში (1938), დაურთო ლექსიკონი. დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში; 2015 წლის 18 ნოემბერს მისი ნეშტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.28; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 45; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

