The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჯანელიძე

ალექსანდრე ჯანელიძე
Date of birth:5 November, 1888
Date of death:16 January, 1975  (at 86 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი 1910 წელს, 1916 წელს – ყაზანის უნივერსიტეტი.

1911-1915წწ. მასწავლებლობდა ქუთაისში, 1918-1920წწ. კი თბილისში. 1920-1923წწ. სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მუშაობდა გრენობლში, პარიზში, ჰალეში. 1924 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1942-1945წწ. იყო მისი რექტორი. 1925 წელს დააარსა გეოლოგიური ინსტიტუტი და 1955 წლამდე იყო მისი დირექტორი. ამ ინსტიტუტს შემდგომ მისი სახელი ეწოდა. ა. ჯანელიძის აქტიური მონაწილეობით საქართველოში შეიქმნა გეოლოგიური საზოგადოება. ა. ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს. გამოკვლეული აქვს თბილისისა და მისი მიდამოების გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე გეოლოგიური პროცესები, ასევე მტკვრის ტერასები, ნატახტარის წყაროები და სხვ. შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა. საქართველოს სსრ მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ I-V მოწვევის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1939-1963). 1982 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.- გვ.538-539

Member of Organizations

  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, თავმჯდომარე (1937-1978)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-1975)

Awards and Honors

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: