Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი 1973 წელს. 1974-1978წწ. იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1978-1980წწ. - საბჭოთა საკონსულოს ატაშე ბომბეიში; 1980-1984წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების გამგე; 1984-1988წწ. - საბჭოთა კავშირის საელჩოს მრჩეველი ესპანეთში; 1993-2000წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; 2000 წელს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2000-2004წწ. - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი; 2012 წლიდან - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ესპანისტიკასა და პოლიტოლოგიაში. პოლიატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნატო და საქართველო", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.600; მონაცემთა ბაზა "ლაბირინთი": labyrinth.ru; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 22 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |