The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე
Date of birth:11 June, 1951  (72 years)
Category:Diplomat, Scientist, Political Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი 1973 წელს.

1974-1978წწ. იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1978-1980წწ. - საბჭოთა საკონსულოს ატაშე ბომბეიში; 1980-1984წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განყოფილების გამგე; 1984-1988წწ. - საბჭოთა კავშირის საელჩოს მრჩეველი ესპანეთში; 1993-2000წწ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; 2000 წელს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2000-2004წწ. - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი; 2012 წლიდან - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ესპანისტიკასა და პოლიტოლოგიაში. პოლიატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნატო და საქართველო", დაიცვა 2002 წელს. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.600; მონაცემთა ბაზა "ლაბირინთი": labyrinth.ruდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 22

Member of Organizations

  • საქართველოს უცხოეთთან მეგობრობის საზოგადოების პრეზიდიუმი, თავჯდომარე (1988-1993)

Bibliography


Share: