Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ ადამია![]()
Biographyდაიბადა: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1956 წელს. 1956 წელს მუშაობა დაიწყო უკრაინის ქ. ვოროშილოვსკის მეტალურგიული ქარხნის ფურცელგასაგლინავ საამქროში ცვლის უფროსად. 1958 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის მეტალურგიული მანქანათმშენებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1961-1972 წწ. იყო მეტალურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1972-1983 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის გამგე; 1983-1998 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი; 1998-2006 წწ. მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1998 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი, 2007 წლიდან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებისა და გამოცემების მთავარი რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და რედკოლეგიიის წევრი. არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონების და 12 მონოგრაფიის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციიის თემა - "საგლინი დგანების ოპტიმალური დინამიკის გაანგარიშების მეცნიერული საფუძვლები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.48; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.130; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |