შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი არსენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხირსა, სიღნაღის რაიონი. დააამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1966 წელს და ასპირანტურა1969 წელს. 1969-1997წწ. მუშაობდა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში:1969-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1971-1977წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი; 1973-1974წწ. გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში; 1977-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; 1981-1997წწ. მის მიერ დაარსებული მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრის გამგე; 1995-2000წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში; 2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2001-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიაში, ჩეხეთში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2004-2006წწ. საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2007წწ. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2007-2008წწ. საქართველოს გაერთიანებული ტელეკომისა და საქპატენტის სამეცნიერო კონსულტანტი; საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N17 თელავის საარჩევნო ოლქიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე(2008-2010). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, პროფესორი. წყარო: interpressnews.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 70; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.32 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |