Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრიდონ თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1990წწ. იყო მოსკოვის ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წლიდან დააარსა და ხელმძღვანელობს კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტს; 1998 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაში; ხელმძღვანელობდა სამედიცინო აკადემიის რადიოლოგიის კათედრას ენდოსკოპიის კურსით; 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტს; 2002 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი. 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პატლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი. 600 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიისა და 15 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს: ალექსანდრე ვიშნევსკის სახელობის პრემია (1979), ევროპის "ღირსების ორდენი" (1999), მალტის ორდენი (1999), ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდება (1999), ა. შვაიცერის სახელობის მედალი (2003), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის (მსოფლიოს გამორჩეული პიროვნებების ბიოგრაფიების შემსწავლელი ორგანიზაცია) მიერ ფ. თოდუა საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის აღიარებულია 2003, 2008 და 2011 წლებში "წლის საუკეთესო ადამიანად". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცელომური კისტები, პერიკარდიუმის დივერტიკულები და კარდიო-დიაფრაგმული კუთხის ლიპომები", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრონქული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა სისხლდენით გართულებული ფილტვის ქრონიკული არასპეციფიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", დაიცვა 1984 წელს. წყარო: აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ვებგვერდი: clinicalmedicine.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.74; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 174; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.325 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |