The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრიდონ თოდუა

ფრიდონ თოდუა
Date of birth:9 January, 1944
Date of death:7 October, 2017  (at 73 years)
Category:Medical Doctor, Public official, Scientist, Politician

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 

1968-1990წწ. იყო მოსკოვის ა. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; უმცროსი და უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წლიდან დააარსა და ხელმძღვანელობს კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტს; 1998 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეზიდენტურის სასწავლო პროგრამის დირექტორი სამედიცინო რადიოლოგიის სპეციალობაში; ხელმძღვანელობდა სამედიცინო აკადემიის რადიოლოგიის კათედრას ენდოსკოპიის კურსით; 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური მედიცინის დეპარტამენტს; 2002 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგი. 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პატლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი. 600 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიისა და 15 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს: ალექსანდრე ვიშნევსკის სახელობის პრემია (1979), ევროპის "ღირსების ორდენი" (1999), მალტის ორდენი (1999), ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდება (1999),  ა. შვაიცერის სახელობის მედალი (2003), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის (მსოფლიოს გამორჩეული პიროვნებების ბიოგრაფიების შემსწავლელი ორგანიზაცია) მიერ ფ. თოდუა საზოგადოების წინაშე კეთილშობილური მიღწევებისთვის აღიარებულია 2003, 2008 და 2011 წლებში "წლის საუკეთესო ადამიანად".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცელომური კისტები, პერიკარდიუმის დივერტიკულები და კარდიო-დიაფრაგმული კუთხის ლიპომები", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრონქული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა სისხლდენით გართულებული ფილტვის ქრონიკული არასპეციფიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: აკადემიკოს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ვებგვერდი: clinicalmedicine.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.74; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 174; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.325

Member of Organizations

  • "Georgian medical News" - სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ბრიტანეთის, ჩრდ. ამერიკისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი
  • ჟურნალ ''საქართველოს სამედიცინო მოამბის'' სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ჟურნალი "რენდგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე", მთავარი რედაქტორი
  • რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის რადიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, ვიცე-სპიკერი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'', წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი "მოამბე", მთავარი რედაქტორის მოადგილე
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2004-)
  • საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საპატიო მოქალაქეობისა და სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის საბჭო, წევრი
  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო, წევრი
  • ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მრჩეველთა საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 2009 - ვახტანგ გორგასლის ორდენი
  • 2006 - ღირსების ორდენი
  • 2004 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2000 - ანდრია პირველწოდებულის მედალი
  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1990-1995წწ. გამოქვეყნებული შრომათა ციკლისთვის - "ახალი ტიპის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნა და რესპუბლიკის სამედიცინო პრაქტიკაში დაავადებისა და უსისხლო ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების დანერგვა ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს"
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ამირან ჩაჩავას სახელობის პრემია
  • 1993 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • 1993 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
  • 1988 - სსრკ სახელმწიფო პრემია

Bibliography

Contacts Information

  • Business
    Address:თევდორე მღვდლის ქ. 13
    Phone:2 94 02 89
    E-mail:

Share: