Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი თოფაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიის ტექნილოგიის ფაკულტეტი 1962 წელს და ასპირანტურა 1970 წელს. 1970-1975წწ. იყო თბილისის საპნის ქარხნის დირექტორი; 1975-1986წწ. საწარმოო გაერთიანება "თბილლუდის'" გენერალური დირექტორი; 1986-1994წწ. ლილოს ლუდის ქარხნის დირექტორი; 1994 წლიდან არის შპს. "ყაზბეგის'" დამფუძნებელი, ხოლო 1999 წელს პრეზიდენტი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის აპრლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პატრლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო ბიზნესმენის" წოდება (1997, 1998), "მეცენატის ოქროს მედალი" (2005). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კვების მრეწველობის პროდუქტების ქიმიურ-ტექნოლოგიური გამოკვლევა", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მარკეტინგი და ინფორმატიკა", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.97; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 177 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |