The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით თედორაძე

დავით თედორაძე
Date of birth:14 July, 1949  (74 years)
Category:Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ერგე, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1972 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბიზნესისა და ეკონომიკის ბაკალავრი 2009 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ხელვაჩაურის რაიონის განთიადის რვაწლიანი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; გამომცემლობა "საბჭოთა აჭარის" კორექტორი, შემდგომ საწარმოო განყოფილების გამგე; პარტიულ მუშაკად პარტიის საქალაქო და საოლქო კომიტეტებში; პოეტის პირველი ლექსი ჟურნალ "ჭოროხში" დაიბეჭდა 1972 წელს. ავტორია წიგნებისა: "ბეწვის ხიდი" (1977), "ორღანი უკრავს" (1980); "მზე ჩუქურთმებში" (1983), "ცეცხლის პერანგი" (1986), "გულის ძახილი" (1989), "შენი ვარ" - "წერილი მთიდან" (სომხურ ენაზე, 1995), "ერთტომეული", "სველი ზღარბები" (რუსულ ენაზე, 1993), "ხსოვნის ჩირაღდნები",  "ასეა წუთისოფელი" (2004), "მომავლისთვის, წინაპარისთვის"...(2012), "როცა სული მთხოვს" (2013), "რჩეული" (2015), "მელაპარაკე ქართულად" (2019). თედორაძის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. 2016 წელს მიღებული აქვს ჟურნალ "ოლეს" პრემია იგი მრავალი პუბლიცისტური წერილისა და საგაზეთო სტატიის ავტორია.

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო: sca.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.185; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.268; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.46

Member of Organizations

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი (2016-)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2016-)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-)
  • ბათუმის საკრებულო, წევრი (2014-2016)
  • ჟურნალი "ჭოროხის" სარედაქციო საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1981-)
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაცია, თავმჯდომარე (2006-)

Awards and Honors

  • 2016 - პრემია "საგურამო"
  • 2009 - საპატიო ბათუმელი
  • 2009 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 2008 - გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
  • 2003 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1998 - ლადო ასათიანის სახელობის პრემია

Bibliography


Share: