შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ იამანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1975წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საორგანიზაციო განყოფილების სწავლული მდივანი; 1980-1988წწ. საქართველოს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების და უმაღლესი სასწავლებლების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1988-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; 1982-2006წწ. სამთო-მექანიკის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა სამეცნიერო სექტორი და იყო მისი ხელმძღვანელი. არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრუნვა-დარტყმითი საბურღი დანადგარების ვიბროდაცვის საკითხების კვლევა'', დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სანგრევი ინსტრუმენტისა და ქანის ურთიერთმოქმედების პროცესების ოპტიმიზაცია", დაიცვა 1996 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.163 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |