Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაგალი თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სალხინო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1949 წელს. 1950-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995წწ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008წწ. იყო "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1968 წლიდან არის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან ჟურნალ "ქართველოლოგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 2008 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა დააჯილდოვა "მსოფლიოს საუკეთესო ირანისტის" პრემიით. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი, აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ფილოლგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1971). საკანდიდატო დისერტაციი თემა - "გოლესთანის მიბაძვანი სპარსულ ლიტერატურაში" , დაიცვა 1954 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქილილა და დამანას" საბასეული ვერსია" - 1967 წელს. წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.79; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.278 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |