The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯიბლაძე

გიორგი ჯიბლაძე
Date of birth:27 April, 1913
Date of death:23 September, 1989  (at 76 years)
Category:Critic, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი, ესთეტიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1933 წელს.

1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას უმაღლეს სკოლაში; 1944-1946წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, საქართველოს სსრ III-V, VII-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1950-1953წწ. საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის მდივანი; 1953-1960წწ. საქართველოს სსრ განათლების მინისტრი; 1960-1961წწ. საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი და ბიუროს წევრი; 1963-1980წწ. საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი. იკვლევდა ქართული ლიტერატურის, ესთეტიკის თეორიის პრობლემებს, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, მ. შოლოხოვის, ი.ა. კომენსკის, ჟ.ჟ. რუსოს, ზ. ფროიდის მემკვიდრეობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული ეტიუდების სერია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.563

Member of Organizations

  • რსფსრ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1959-1989)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-1989)

Awards and Honors

  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1969 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1963 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)

Bibliography


Share: