The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ ხეჩინაშვილი

სიმონ ხეჩინაშვილი
Date of birth:26 November, 1919
Date of death:23 June, 2010  (at 90 years)
Burial location:დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

1941-1942წწ. მუშაობდა ქ. თბილისის N1 ტუბ-დისპანსერის ორდინატორად; 1942-1946წწ. საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორად. 1946-1951წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ასისტენტად. 1951-1952წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის დოცენტია. 1952-1979 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის გამგის მოადგილედ. 1952 წლიდან ის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია; 1953 წლიდან პროფესორი. 1979 წლიდან არჩეულ იქნა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად. მისი კვლევის ძირითად საგანს წარმოადგენდა: ადამიანის სმენისა და ვესტიბულატორული ფუნქციები, ყურისა და ხორხის ქირურგიული საკითხები, ოტოსკლეროზის დროს სმენის გასაუმჯობესებელი ოპერაციების სრულყოფა და მისი პრაქტიკაში დანერგვა (რისთვისაც 1964 წელს მიენიჭა საკავშირო ლენინური პრემია). იყო ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და გერმანიის საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრი, ასევე ბულგარეთის, ჩეხეთის, უნგრეთის ოტორინოლარინგოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი. არის 180 სამეცნიერო ნაშრომის, აქედან 4 მონოგრაფიის ავტორი. ექიმისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ ხეჩინაშვილის შვილიშვილი. ოტორინოლარინგოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.474; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.448; ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.102-110

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1982-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-2010)
  • საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1972-)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1980-)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შერტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1986 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1971 - წითელი დროშის ორდენი
  • 1966 - ლენინის ორდენი
  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1964 - ლენინური პრემია

Bibliography


Share: