შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ხეჩინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. 1941-1942წწ. მუშაობდა ქ. თბილისის N1 ტუბ-დისპანსერის ორდინატორად; 1942-1946წწ. საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორად. 1946-1951წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ასისტენტად. 1951-1952წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის დოცენტია. 1952-1979 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის გამგის მოადგილედ. 1952 წლიდან ის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია; 1953 წლიდან პროფესორი. 1979 წლიდან არჩეულ იქნა ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რექტორად. მისი კვლევის ძირითად საგანს წარმოადგენდა: ადამიანის სმენისა და ვესტიბულატორული ფუნქციები, ყურისა და ხორხის ქირურგიული საკითხები, ოტოსკლეროზის დროს სმენის გასაუმჯობესებელი ოპერაციების სრულყოფა და მისი პრაქტიკაში დანერგვა (რისთვისაც 1964 წელს მიენიჭა საკავშირო ლენინური პრემია). იყო ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და გერმანიის საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრი, ასევე ბულგარეთის, ჩეხეთის, უნგრეთის ოტორინოლარინგოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი. არის 180 სამეცნიერო ნაშრომის, აქედან 4 მონოგრაფიის ავტორი. ექიმისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ ხეჩინაშვილის შვილიშვილი. ოტორინოლარინგოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.474; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.448; ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.102-110 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |