The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონ დოჭვირი

ბესარიონ დოჭვირი
Date of birth:28 September, 1938  (85 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1964 წელს.

1972-1973წწ. იყო ბერლინის "უმაღლესი ეკონომიკური სკოლის" დოცენტი; 1992-1995წწ. - იენის ფრიდრიხ-შილერის უნივერსიტეტის პროფესორი; შეთავსებით მუშაობდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტოქასტური ანალიზის ს/კ ლაბორატორიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; საქართველოს ბანკების ასოციაციის მთავარ კონსულტანტად; 1968 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მიმართულებით, კერძოდ, შემთხვევით პროცესთა ოპტიმალური გაჩერების თეორიასა და ფინანსურ მათემატიკაში. არის 10 სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა 40-მდე საერთაშორისო კონფერენციაში (გერმანია, ბულგარეთი, რუმინეთი, შვეცია, იაპონია, შვეიცარია, საფრანგეთი და სხვ.). იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამთო-სათხილამური გუნდის კაპიტანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩემპიონი. მონაწილეობდა ვეტერან სამთო-სათხილამური შეჯიბრებებში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.23; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • ამერიკის მათემატიკური საზოგადოება, წევრი
  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • ბერძნულის მსოფლიო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მათემატიკური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: