The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ დიდებულიძე

თინათინ დიდებულიძე
Date of birth:23 April, 1955  (69 years)
Category:Translator, Journalist

Biography

დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1990წწ. იყო თსსი სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების თანამშრომელი; 1987-1999წწ. თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებთან, მათ შორის: "ერი", "დვრიტა", "რუბიკონი", 'ალტერ ეგო", გერმანულ გაზეთთან NeuesD; 2000-2002წწ. აკრედიტებული იყო საქართველოს პარლამენტის პრესცენტრში; იყო გაზეთ "ჩვენ გამომცემლები"-ს და ჟურნალ "გამომცემლის" რედაქტორი; 2003-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორი. 1996 წლიდან არის შპს "ელფის გამომცემლობის" დირექტორი; 2000 წლიდან აკრედიტებულია ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ფესტივალის პრესცენტრში. გერმანულიდან ნათარგმნი აქვს : გერმანიის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წიგნი "მომავლის გამომცემლები, მარკეტინგი და მენეჯმენტი" (1999); ულრიხ ბეკი, "რა არის გლობალიზაცია?" (2004); ერიხ მარია რემარკის "სამი მეგობარი"; შტეფან ცვაიგის "მოუთმენლობა გულისა"; ვილჰელმ ჰაუფის "ლიხტენშტაინი", ხოლო რუსულიდან ფიოდორ დოსტოევსკის "მკვდარი სახლის ჩანაწერები" და ლევ ტოლსტოის "კავკასიური მოთხრობები". არის საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადისა (ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ჭადრაკში, 1974) და ქართული ლიტერატურის რესპუბლიკური ოლიმპიადის (I ხარისხის დიპლომი თავისუფალ თემებში, 1974) გამარჯვებული.

Bibliography


Share: