შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე დიდებულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს. 1967-1968წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი; 1968-1974წწ. - სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1978წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 1978-1989წწ. - დოცენტი; 1989-2005წწ. - კათედრის გამგე, პროფესორი, სრული პროფესორი; 2001–2004წწ. - უფროსი ანალიტიკოსი USAID-ის პროექტებში; 2004-2008წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი, კოორდინაციას უწევდა 6 ახალი კანონის მიღებას; 2006-2013წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2013 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი მდივანი. ავტორია 270-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, 10 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოს, 16 ქვეყნის 42 პატენტისა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიხშირითმართვადი ასინქრონული ელექტრომძრავი ს/ს აგრეგატებისთვის", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სპეციალური ელექტოფიცირებული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური სისტემები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.154; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.122 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |