The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი
Date of birth:16 December, 1960  (60 years)
Category:Historian, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1987 წელს, ასპირანტურა 1990 წელს. არის ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრის კურსდამთავრებული (გერმანია, 2001).

1990-1991წწ. იყო გაზეთ "ქართველი ერის" (ტრადიციონალისტთა კავშირის ორგანო) რედაქტორი; ტელეკომპანია "იბერვიზიის" თანამშრომელი (1992); 1992 წლიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარი, 1996 წლიდან ჯგუფის ხლემძღვანელი; 1991-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1997 წლიდან არის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის (კავკასიური ინსტიტუტი) დირექტორი; 2004-2008წწ. ფონდის - "ღია საზოგადოება-საქართველო" აღმასრულებელი დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "გამარჯვებული საქართველოსთვის", ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", თავდაცვისა და უშიშროების კომტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2006 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პროფესორი. არის ავტორი ნაშრომისა: "Georgia: The Search for the State Security" (USA.1997); მონოგრაფიისა: "ჯარისკაცები, პოლიტიკოსები, მოქალაქენი"(2000). ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბათუმი რუსეთის პოლიტიკაში", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეროვნული უსაფრთხოება და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები", დაიცვა 2002 წელს. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.147

Member of Organizations

  • მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, გამგეობის წევრი (1996-2004)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 2011 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Bibliography


Share: