Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ დავითაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი, სენაკის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1962 წლებში იყო "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. არქიტექტურული გეგმარების კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე. საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი (1996). გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია. არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი "მზიური ველი" ბაკურიანში (არქ. გ. გეგელიასთან ერთად), ბიზნეს ცენტრი "მთაწმინდა" თბილისში, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში, საცხოვრებელი სახლები: საგარეჯოში, ქუთაისში, წყნეთში, ოფშკვითში, ტაბახმელაში, პურის ქარხნები: ვაზისუბანსა და თბილისის ზღვის რაიონში, ხელოვნების ცენტრი გულრიფშში, მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, "ალგეთის ბაზილიკა" სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, "კოლეთის დედა" და ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში (მოქ. ე. ამაშუკელი), სკოლა 600 მოსწავლეზე სოფელ გავაზში, "ხსოვნის ტაძარი" სოფელ მუხრანში, "ხსოვნის კუბი" ქალაქ სენაკში, და სხვა. მიღებული აქვს "წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის" ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-83", საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს "იტერარქ-85" პრემიები; 2005 წელს დასახელდა წლის ადამიანად, არის მას-დელ-პლატას (არგენტინა) სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1987), აშშ ინდიანას შტატის ქ. მანსის საპატიო მოქალაქე (1989). წყარო: ავტორიტარიზმის არქიტექტურული ანატომია : ქართული არქიტექტურა 2004-2012 წლები / ვახტანგ დავითაია.- თბ., 2014.-გვ.78; ნიკოლოზ დონჯაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |