შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაილური, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1975 წელს. სტამბოლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საქართველოს ქალთა გუნდის კაპიტანი (ვერცხლის მედალი, 2000); მსოფლიოს პირველი ჩემპიონი საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში (1997, 2002): საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1981, 1985), ორგზის ვერცხლის და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი; საერთაშორისო არბიტრი (1994, 2000), საქართველოს საჭადრაკო კომპოზიციის კომისიის თავმჯდომარე (1991); მუშაობდა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში; გამოაქვეყნა 100-ზე მეტი ეტიუდი, 26 წიგნი, მიიღო 100-ზე მეტი პირველი პრიზი. ქართველი მოჭადრაკე, ეტიუდისტი საჭადრაკო კომპოზიციაში. წყარო: ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები / დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.28-29 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |