შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარლენ გორდეზიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოტექნიკური ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1965წწ. იყო ცხოველთა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოფიზიკის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1965-1969წწ. მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1979წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978 წლიდან არის წამყვანი მეცნიერ-თანმშრომელი და ლაბორატორიის ხელმძღვანელი; მისი სამეცნიერო შრომები ეხება დაბინძურებული გარემოს ბიოლოგიური მეთოდებით აღდგენას; ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გლუკოზისა და გლუტამინმჟავისჟანგვითი გარდაქმნების ურთიერთკავშირი ვაზში", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მცენარეული მონოოქსიგენეზები და მათი როლი ქსენობიოტიკთა დეტოკსიკაციაში", დაიცვა 1992 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.106 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |