Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ გოდერძიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს. 1968-2000წწ. იყო საქტელერადიო კომიტეტის სატელევიზიო დადგმების მთავარი რედაქციის რედაქტორი, უფროსი რედაქტორი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი, სატელევიზიო თეატრის რედაქტორი. არის ავტორი პროზაული ნაწარმოებებისა და პიესებისა: "ილია ვარ" (1987, 1989), "რკინის კარს უკან" (1987, 1988), ამავე პიესის ავტორისეული თარგმანი - "Наследство"; "არ შეგირიგდები" (1982), "ვირის ჩრდილი" (1983,1997), "მიწისქვეშა სასახლეები" (1961, 1982); ინსცენირებებისა: მ. ჯავახიშვილი, "ჯაყოს ხიზნები" (1994,1998), მ კვესელავა, "ასერგასის დღე" (1983); ნ. ლორთქიფანიძე, "სოფლის აშიკი" (1979); ა. გრებნევი, "წარმატება" (1992); ა. ფლავიანო, "ჯალათი" ანუ "გაროტა" (1985, 1986); მ. ჯავახიშვილი, "ბედის მდევარი" ანუ "ლამბალო და ყაშა" (1989); ფ. დოსტოევსკი, "მარადი ქმარი" (1997); პერ ლაგერკვისტი, "ბარაბა" (1999); ი. ჭავჭავაძე, "კაცია-ადამიანი?!" (2000); მ. ბულგაკოვი, "პილატე"(2003). სხვადასხვა თეატრების სცენაზე დაიდგა მის მიერ გადმოქართულებული ი. ჟურავლიოვის, ა. ხოგოგორტიანის, ა. მალიაგინის, მ.ზადორნოვის, იასმინა რეზას, ლ. რაზუმოვსკაიას ნაწარმოებები. არის ავტორი თარგმანებისა: პრისტლის "სახიფათო მოსახვევი", ჯან ანიუს "სარდაფი", პ. შეფერის "ამადეუსი", მანლიო სანტანელის "დედა დედოფალი", ალან გარნეის "სასიყვარულო ბარათები" და სხვა. არის სატელევიზიო სპექტაკლების ინსცენირებისა და რადიოპიესების ავტორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.131; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.265 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |