შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გვერდწითელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს; მოსკოვის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტი 1957 წელს. 1957-1962წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის კულტურის ინსპექტორი; 1962-2004წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1964-1979წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1982-1984წწ. ჟურნალ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1984-2005წწ. გამომცემლობა "მერანის" დირექტორი. არის 30 წიგნის ავტორი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული საბჭოთა ლიტერატურის მხატვრული სახეები", დაიცვა 1961 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის პორტალი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |