Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ბოსტანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს. 1966-1969წწ. იყო "საქსახპროექტის" არქიტექტორი-ტექნიკოსი; 1970-1972წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საპროექტო ბიუროს არქიტექტორი; 1973-1977წწ. არქიტექტორთა ჯგუფის და 1978-1990წწ. არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1980-1992წწ. არქიტექტურის კათედრის მასწავლებეელი; 1992-1997წწ. დოცენტი; 1998 წლიდან- პროფესორი. არის არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი, არქიტექტურის დოქტორი(2008). დააარსა თავისუფალ მსმენელთა აუდიტორია და დისციპლინა "არქიტექტურის პოეტიკა"(1990). არის ავტორი პროექტებისა: "ხსოვნის ტაძარი" (სოფ. მუხრანი, 1975-1980); "ხსოვნის კლუბი"(სენაკი, 1975-1979); "შრომის დიდების მემორიალი"(ქუთაისი, 1977-1981); "ნაციონალური პურის ქარხანა"(თბილისი, 1983-1987); "XXIს -ის ცივილიზაციის სივრცე"(ვენეცია, 1988); სახლი-რეზიდენცია (თბილისი, ქობულეთის ქ., 1997-1999); "პოეზიის სასახლე"(თბილისი, სოლოლაკი, 1999-2000) და სხვა. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიეროო და ესეისტური წერილი. მისი ლიტერატურული ნაწარმოებები 2004 წლიდან იბეჭდება ჟურნალებში: "მნათობი", "აფრა", "ჩვენი მწერლობა". არის საერთაშორისო კონკურსის "XXI-ის ცივილიზაციის სივრცე" I პრემიის ლაურეატი (1988), აშშ-ის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ დასახელებულია "2005 წლის ადამიანად", ორგზის საერთაშორისო და ოთხგზის სსრკ პრემიების ლაურეატი. მისი ბიოგრაფია შესულია აშშ გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიული ცენტრის ცნობარში (ტ.33, 2005). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.82; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.133 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |