შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა გვანცელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1959-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სტომატოლოგიური და პროფილაქტიკური მედიცინის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1970-1989წწ. დოცენტი; 1989-1994წწ. პროფესორი; 1994-2001წწ. შინაგან სნეულებათა და დიაგნოსტიკის თერაპიის კათედრის გამგე; 2001-2006წწ. შინაგანი სნეულების მე-5 კათედრის პროფესორი; 2006-2008წწ. სამედიცინო ინსტიტუტ "დასტაქარის" თერაპიის კათედრის გამგე, მე-4 კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული და კარდიოლოგიური განყოფილებების კონსულტანტი. არის 68 სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოებისა და წიგნების ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"პანკრეასის გარე სეკრეციულ ფუნქციაზე ზვარეს მინერალური წყლის მოქმედების კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკური გასტრიტის კლინიკო-მორფო ფუნქციური ფორმები", დაიცვა 1988 წელს მოსკოვში. წყარო: პირველი არხი: 1tv.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |