Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ჭილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით 1953 წელს. 1953-1956 წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957-1960 წწ. მისი მოღვაწეობა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გრძელდება უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1960-1970 წწ. ამავე მუზეუმის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია, 1970-1973 წწ. მუზეუმის დერექტორის მოადგილე, ხოლო 1981 წლიდან გარდაცვალებამდე მუზეუმის დირექტორი იყო. 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მისი მთავარი სამეცნიერო სფეროები იყო ანტიკური საქართველოს არქეოლოგია და ისტორია. 1995-2003 წწ. ნეკრესში ლ. ჭილაშვილის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, მისი ვარაუდით, წინარე ქრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ.397; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.150; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.397; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.195 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |