Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
რევაზ გაჩეჩილაძე
Date of birth: | 4 May, 1943 (81 years) |
Category: | Geographer, Diplomat, Historian, Scientist, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1965 წელს.
1968-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური (შემდგომში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური) გეოგრაფიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი; პროფესორი (1991-1998, 2004-2005, 2009 წლიდან); 1993-1998წწ. კათედრის გამგე; 1981-1985წწ. საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის მეცნიერებათა და განათლების განყოფილების გამგე; 1985-1987წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1987-1989წწ. საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ინფორმაციის ცენტრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის განყოფილების გამგე; 1989-1991წწ. სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორი; 1991-1997წწ. დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1997-1998წწ. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; 1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში; 2005-2009წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 2009-2010 წწ. საგანგებო დავალებათა ელჩი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. 2014-2016 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 2016-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში; გამოქვეყნებული აქვს 160-ზემეტისამეცნიერო ნაშრომი (35 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ) და 24 მონოგრაფია (3 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ); გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1991). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თურქეთის სოფლის მეურნეობის გეოგრაფია", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მოკავშირე რესპუბლიკის სოციალური გეოგრაფია (საქართველოს მასალებზე), დაიცვა 1990 წელს.
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.108; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.149; საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის უწყებები: science.org.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.53
Member of Organizations
- სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება (ლონდონი), საპატიო უცხოელი წევრი (1999-)
- საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, პრეზიდენტი (2008-2016)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრი (2018-)
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009-2018)
Awards and Honors
- 2021 - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მედალი
დიპლომატიური სამსახურისა და საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში შეტანილი მრავალწლიანი აკადემიური ღვაწლისთვის
- 2010 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
2008 წელს გამოცემული წიგნისთვის - ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა / რევაზ გაჩეჩილაძე. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008. - 528გვ.
- 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
1995 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნისთვის -The new Georgia : space, society, politics (ახალი საქართველო : სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა) / Revaz Gachechiladze .- London : UCL Press, 1995 .- 205p.
Bibliography
- საქართველო რეგიონულ კონტექსტში : მონოგრაფია (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2023. - 326გვ.. - ISBN: 9789941372636
- სხვადასხვა დროის ნაშრომები = Works of different times =Труды разного времени : კრებული (Author). - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამ-ბა, 2023. - 395გვ. . - ISBN: 9789941361036
- ახლო აღმოსავლეთი : 2 ტომად (Author) // ტ. 2, გეოპოლიტიკა. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2019. - 284გვ.. - ISBN: 9789941302435
- ახლო აღმოსავლეთი : 2 ტომად (Author) // ტ. 1, გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018. - 293გვ.. - ISBN: 9789941301797
- საქართველო მსოფლიო კონტექსტში : XX და XXI საუკუნის პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2017. - 702გვ.. - ISBN: 9789941239090
- Georgien in Weltpolitischen Kontext (Author). - Klagenfurt, Wieser Verlag, 2017. - 505p.. - ISBN: 9783990292938
- გაერთიანებული სამეფო : სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა ა = The United Kingdom: Space, Society, Politics (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2016. - 482გვ.. - ISBN: 9789941135521
- გარდასულ დღეთა, კაცისა და პოეტის გამო : ბიოგრაფიული ნარკვევი გივი გაჩეჩილაძის შესახებ (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014. - 166გვ.. - ISBN: 9789941133503
- ჩემი მეოცე საუკუნე : წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში (Author) // ტ. 2, 1953-2000. - Tbilisi, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011. - 503გვ.. - ISBN: 9789941153655
- ჩემი მეოცე საუკუნე : წინა საუკუნის საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკისა და ისტორიის კონტექსტში (Author) // ტ. 1, 1901-1953. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2008. - 480გვ.. - ISBN: 9789941403132
- Socio-economic and Political Geography at the Department of Human Geography, Tbilisi State University (Editor). - Tbilisi, SANI Publishing, 2003. - 156p.
- ახლო აღმოსავლეთი : სივრცე, ხალხი და პოლიტიკა (Author). - თბილისი, დიოგენე, 2003. - 407გვ.. - ISBN: 99940-16-14-8
- Population Migration in Georgia and its Socio-Economic Consequences. UNDP – Georgia (Author). - Tbilisi, 1997. - 62p.
- მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები (Author). - თბილისი, გაერთ. ერების განვითარების პროგრამა-საქართველო, 1997. - 65გვ.
- საქალაქო და რეგიონული ცვლილებების ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ასპექტები : მეორე ბრიტანულ-ქართული გეოგრაფიული სემინარის მასალები (28 ივნისი- 5 ივლისი 1995, ოქსფორდი-ბირმინჰემი-ლონდონი) / რედ.: რევაზ გაჩეჩილაძე, დევიდ მ. სმითი (Author of introduction). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996. - 180გვ.
- Human Development Report (Co-Author). - Tbilisi, Lyceum Publishing House, 1995. - 125p.
- ამერიკული დემოკრატია : აშშ ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესი: შემოკლ. რედაქცია / ქენეთ ჯანდა, ჯეფრი მ. ბერი, ჯერი გოლდმენი ; შემოკლ. ერლ ჰაფის მიერ; ინგლ. თარგმნა რევაზ გაჩეჩილაძემ (Author of introduction). - თბილისი, ჯისიაი, 1995. - 475გვ.
- The New Georgia : Space, Society, Politics / Revaz Gachechiladze ; with editorial assistance from R. Antony French (Author). - London, UCL Press, 1995. - 226p.
- ინგლისის გეოგრაფია, ისტორია და კულტურა (Author). - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1994. - 216გვ.. - ISBN: 5-511-00615-7
- საქართველოს სოციალური ატლასი. დეპონირებულია საქტისკი-ში [საქართველოს ტექნიკური ინფორმაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი] 29 მარტი, 1990. - 1990. - 268გვ.
- Преступность в городах и сельской местности : конкретно-криминологическое и социально-географическое исследование по материалам Грузинской ССР / / А.А. Габиани, Р.Г. Гачечиладзе, М.И. Дидебулидзе (Co-Author). - Тбилиси, Сабчота Сакартвело, 1985. - 140с.
- Турция (Author). - Москва, Мысль, 1983. - 125с.
- Некоторые вопросы географии преступности : по материалам Грузинской ССР (А.А. Габиани, თანაავტორი) (Co-Author). - Тбилиси, Изд-во Тбил. ун-та, 1982. - 143с.
- პოლონეთი (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1979. - 48გვ.
- ახლო აღმოსავლეთი : ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1977. - 121გვ.
- Проблемы географии населения и использования территории : კრებულის შემდგენელი, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი (Editor). - Тбилиси, ТГУ, 1976. - 201с.
- დიდი ბრიტანეთი : გეოგრაფიული, ისტორიული და ეკონომიკური მიმოხილვა (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1973. - 179გვ.
|