Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ბურჯანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1986 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურა 1990 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტი (1991); 1991-1992წწ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინოსტროს ექსპერტ-კონსულტანტი; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი; მოსკოვის საკავშირო საზღვაო საპროექტო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი (1995); 1994-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიური ლაბორატორიის კონსულტანტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ბურჯანაძე - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქიდან; ორგზის საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი (2003 წლის 23 ნოემბერიდან - 2004 წლის 25 იანვრამდე; 2007 წლის 25 ნოემბრიდან - 2008 წლის 20 იანვრამდე); გამოქვეყნებული აქვს ოცამდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის მონოგრაფია - "ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივი საკითხები". 1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.102 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |