შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ძიძიგური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით 1930 წელს. 1936 წელს დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის, თელავის, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1967-1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე. ქართველი ენათმეცნიერი, ქართული ენისა და დიალექტების მკვლევარი, ბასკოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ( 1963), პროფესორი (1963). ავტორია მრავალი ნაშრომისა, რომლებშიც გაშუქებულია ქართული ენის გრამატიკის, მისი ისტორიის, დიალექტოლოგიის ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის, ონომასტიკის, აგრეთვე ზოგადი ენათმეცნიერული ფოლკლორისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის საკითხები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ. 278 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |