The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბათიაშვილი

ირაკლი ბათიაშვილი
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1983 წელს; ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრის საერთაშორისო და უსაფრთხოების სპეციალური ინსტიტუტის უმაღლესი კურსი 2002 წელს; გაიარა შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში 2003 წელს.

1983-1990 წწ.  ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1991 წწ. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; 1992-1993 წწ. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი; 1994-1995 წწ. ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი. 1995-1999 წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N2 ვაკის საარჩევნო ოლქი, თვითმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; 2004-2006 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომრე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2008 წწ. პოლიტიკური პატიმარი. მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ფილოსოფიის დოქტორი (2004); 2008 წლიდან IB -ევრო- კავკასიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 79

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი (1999-2004)
  • საქართველოს ნეოკონსერვატორული კავშირი - მოძრაობა ქართული სახელმწიფოსთვის, დამფუძნებელი, თავმჯდომარე
  • სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

ბიბლიოგრაფია

  • დანაღმული ველი : ფრაგმენტები პოლიტიკური ცხოვრებიდან, დიალოგები, განსჯანი (ავტორი). - თბილისი, "ეროვნული მწერლობა" , 2009. - 568გვ.. - ISBN: 978-9941-0-1278-5

გააზიარე: